ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

19 დეკემბერი 2018

19 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი, ულტრათანამედროვე და მრავალფუნქციური ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ასოციაციის წევრი ადვოკატები დაესწრნენ.

ახალი ვებგვერდი სრული დატვირთვით  2019 წლის იანვრიდან ამოქმედდებადა და მრავალ პრაქტიკულ ფუნქციას შეითავსებს. ადვოკატებისათვის გაადვილდება ასოციაციის ტრენინგებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, ყველა ადვოკატს ექნება შესაძლებლობა დისტანციურად შექმნას / დაარეგისტრიროს საკუთარი პროფაილი და ბიურო.

ახალ ვებგვერდი გათვლილია ადვოკატთა კლიენტების კომფორტზეც. მრავალმხრივი, თანამედროვე ფუნქციების საშუალებით თითოეულ მოაქალაქეს შეეძლება მარტივად მოძებნოს სასურველი ადვოკატი თუ ბიურო და გაეცნოს სხვადასხვა ტიპის საჯარო ინფორმაცია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი